ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა, საბა ბოლქვაძემ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე, ესპანელ ჩიარონი კუტიასთან მარცხის შემდეგ, საბამ ჯერ რეპეშაჟში უკრაინელი კირილ სტეტსი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ კოენ გილბერტს ასევე იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი მედალი მოუტანა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრები 12 ძიუდოისტით ასპარეზობს.