იტალიაში, ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

"ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო ბრძოლა კი პოლონელ კინგა დროჟთან, ანგარიშით 9:15 დათმო, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ვულოცავთ ნინა თიბილაშვილს პიზა 2024-ზე წარმატებით ასპარეზობას.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში ოქროს და ვერცხლის მედლებით ბრუნდება", - წერს ცენტრი.