ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ძიუდოს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქეთი რობაქიძემ  ოქროს მედალი მოიპოვა.

ქეთიმ ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო და საქართველოსთვის ოქროს მედალი მოიპოვა. 

ფინალამდე გზაზე რობაქიძემ ხორვატი, აზერბაიჯანელი, რუმინელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელ როქსანა ზუსს სძლია.