ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება. სოფელ ვაკიჯვარში მიმდინარეობს სასაფლაოს გზის ფერდის გამაგრება საყრდენი კედლით.
სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 843 960 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.