კიშინიოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 61 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძალოსანმა გოდერძი ბერდელიძემ ატაცში 123 კგ აჩვენა და მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აკვრაში გოდერძი ბერდელიძემ 153 კგ დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 276 კგ-ით კი ევროპის პირველობის ვერცხლის მედალოსანი გახდა
1. ივან დიმოვი (ბულგარეთი) - (135+154)=289კგ
2. გოდერძი ბერდელიძე - 123(123,125*,126*)+153(147, 151,153)=276კგ
3. გარნიკ ჩოლაკიანი (სომხეთი) - (123+151)=274კგ