ტელეკომპანია CNN-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება სტატიაში სათაურით - საქართველო შთამბეჭდავად ზეიმობს ევრო 2024-ზე ისტორიულ გასვლას.
„იყო სიხარულის ცრემლები, წვეულებები ქუჩებში და მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა“, - წერს CNN-ი.
CNN-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა მიზანს მაქსიმალურად დრამატული გზით მიაღწია.
„თამაში პენალტების სერიამდე მივიდა და სწორედ საქართველომ მოახერხა ნერვების შენარჩუნება და მე-15 ცდიდან დიდ ტურნირზე გასვლა“, - ნათქვამია სტატიაში.
თარგმანი: „იმედი“