ბუდაპეშტში თავისუფალი და კლასიკური სტილით მოჭიდავეები იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას სახელობის სარეიტინგო ტურნირზე ასპარეზობენ.

შეჯიბრების პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

79 კგ წონაში ოთარ ბაგაურმა ფირუზ ქვლივიძე 12:4 დაამარცხა, სლოვაკ ახსარბეკ გულაევთან კი 2:2-ზე დამარცხდა.

ნახევარფინალში ოთარ ბაგაურმა ალჟირელი ჩემს ედინ ფეტაირია აშკარა უპირატესობით, 11:0 დაამარცხა, ფინალური ორთაბრძოლა კი ირანელ ადელ ჰასან პანაეიანს 6:5 მოუგო და იმრე პოლიაკის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

125 კგ წონაში გენო პეტრიაშვილმა უნგრელი მილან ანდრე ანდრა კორჟოგი სუფთად დაამარცხა, შემდეგ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ბელორუს დენის ხრამენკოვს 7:0 მოუგო და მოულოდნელად 2:4-ზე სუფთად დამარცხდა ყაზახ იუსუპ ბატირმურზაევთან.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა აშკარა უპირატესობით, 10:0 დაამარცხა ეგვიპტელი დალდან კამელ გუდა აბდელ მუტალიბი.

ამავე წონაში ასპარეზობდა 97 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი გივი მაჭარაშვილი. მან პირველი შეხვედრა ამერიკელ მეისონ მარკ პარიზთან წააგო, მესამე ადგილისთვის კი პუერტო-რიკოელ ჯონოვან დარიუს სმიტს კი აშკარა უპირატესობით, 11:0 მოუგო.

ფინალურ შეხვედრაში მეისონ მარკ პარიზმა იუსუპ ბატირმურზაევთან ჯერ ორი ქულა მოიპოვა, შემდეგ კი სუფთად გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით მეისონ მარკ პარიზი მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ გენო პეტრიაშვილს წამოეწია, თუმცა უპირატესობა და ოლიმპიურ თამაშებზე მეორე განთესვა გენო პეტრიაშვილს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მოპოვების გამო. 

ამ წონაში პირველ განთესვა მსოფლიო ჩემპიონს, ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარეს ექნება, მეოთხე კი ევროპის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს.

70 კგ წონაში აკაკი ქემეტელიძემ ირანელი მოჰამედალი მუსა ამუზადჰალილი აშკარა უპირატესობით, 10:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი სომეხ არმან ანდრეასიანთან 6:7 დამარცხდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა აკაკი ქემერტელიძემ ამერიკელ ევან რიჩარდ ჰენდერსონს აშკარა უპირატესობით, 14:4 მოუგო.

ამავე წონაში ედემი ბოლქვაძემ უნგრელ მარსელ დომინიკ დელისთან 7:0 გაიმარჯვა, სომეხ ვაზგენ ტევანიანთან კი 1:2 დამარცხდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა ედემი ბოლქვაძემ ყირგიზ ალიბეკ ოსმონოვთან 3:3-ზე წააგო.
 
57 კგ წონაში რობერტ დინგაშვილი ჯერ ინდოელ ამა ამანთან დამარცხდა 1:11, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნეტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს არიან ციუტრინთან 0:10 წააგო.

61 კგ წონაში ნიკა საკაშვილმა ტაიირბეკ ჟუმაშბეკ ულუსთან 0:13 წააგო, შემდეგ ეგვიპტელ გამალ აბდელნასერ ჰანაფი მოჰამედს 3:2 მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრში კი ამერიკელ ნაჰშონ აარონ გარეტთან 3:13 დამარცხდა.

ამავე წონაში გიორგი ღონიაშვილმა ყირგიზ ბეკბოლოტ მირზანაზარ ულუს 9:8 მოუგო, სომეხ არსენ ჰარუთინიანთან 5:18 წააგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ირანელ შაჰდად ალი ხოსრავი მარდაჰეჰთან 0:8 დამარცხდა.

97 კგ წონაში ზაურ ბერაძე ყორგიზ ალიშერ ერგალისთან 2:6 დამარცხდა, რეპეშაჟი კი თურქ იბრაჰიმ ჩიფჩისთან 3:6 წააგო.