ანტალიის დიდ სლემზე დასრულდა ასპარეზობა 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში
60 კგ წონით კატეგორიაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი კვიპროსელ პეტროს ხრისტოდუმილესთან ოქროს დროში ვაზარით დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ამ წონით კატეგორიაში ანტალიის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ფრანგი ლუკა მხეიძე გახდა.
1. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
2. დილშოტ ხალმატოვი (უკრაინა)
3. ხორ ვერსტრატენი (ბელგია)
3. ნურკანატ სერიკბაევი (ყაზახეთი)
ამავე წონაში ნიდერლანდელმა თორნიკე ჭკადუამ პირველ წრეში დამარცხდა უზბეკ ბახრომ ბოტუროვთან.
66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ფრანგმა მაქსიმ გობერტმა მოიპოვა. გურამ ძავაშვილი (არაბთა გაერთიანებული სამიროები) პირველ წრეში დამარცხდა ალჟირელ ვეილ ეზინთან.
1. მაქსიმ გობერტი (საფრანგეთი)
2. ერხემბაიარ ბათოგტოხი (მონღოლეთი)
3. დავიდ გარსია ტორნე (ესპანეთი)
3. ვილიან ლიმა (ბრაზილია)