თურქეთში დასრულდა პარა ტაეკვანდოში თურქეთის ღიას პირველობა

შეჯიბრებაში, რომელშიც მონაწილეობას 20 ქვეყნის ოსტატები იღებდნენ, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვანდოში თურქეთის ღია პირველობის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების მონაწილეებმა, ლია ჩაჩიბაიამ და გიორგი ნიკოლაზემ ტაეკვანდოში თურქეთის ღია პირველობის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.