9 თებერვალს სიდნეიში UFC 312 ჩატარდება, სადაც სუპერ მსუბუქ წონაში თავის სადებიუტო ორთაბრძოლას ქართველი, ალექსანდრე თოფურია გამართავს, რომლის მეტოქე, ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება.

შეხვედრის დროს ალექსანდრე თოფურიას სამწვრთნელო კუთხეში მისი ძმა, "იუეფსის" ჩემპიონი ილია თოფურია იქნება, ხოლო კოლბი თიქნესს დახმარებას ალექსანდერ ვოლკანოვსკი გაუწევს.

სწორედ ვოლკანოვსკისთან ორთაბრძოლაში მოიპოვა საჩემპიონო ქამარი ილია თოფურიამ. ასე, რომ როგორც ოქტაგონზე ისე მის მიღმაც, საინტერესო დუელის მომსწრენი გავხდებით.