იტალიაში დასრულდა 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურის შეხვედრები.
„ბორჯღალოსნებმა“ იტალიათან შეხვედრაში მოგების და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს და მეტიც, მოგება გაუშვეს ხელიდან და საბოლოოდ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
საქართველო - იტალია 19:19(5:12)
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ახალმა ზელანდიამ ირლანდია დაამარცხა
ახალი ზელანდია - ირლანდია 69:22(38:7)
სხვა ორ ჯგუფში გამართული შეხვედრები ასე დასრულდა:
სამხრეთ - აფრიკა - შოტლანდია 73:14(28:7)
ინგლისი - ავსტრალია 36:33(17:26)
უელსი - ესპანეთი 35:25(21:7)
საფრანგეთი - არგენტინა 52:26(38:7)
პირველი-მეოთხე ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია და არგენტინა.
14 ივლისი, ვიადანა, საფრანგეთი - ახალი ზელანდია
14 ივლისი, ვიადანა, სამხრეთ აფრიკა - არგენტინა
19 ივლისს, როვიგოში, გამარჯვებულები პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის.
მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებენ: ინგლისი, ავსტალია, იტალია და უელსი.
14 ივლისი ვერონა, ინგლისი - უელსი
14 ივლისი ვერონა, იტალია - ავსტრალია
19 ივლისს, როვიგოში, გამარჯვებულები მეხუთე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს, დამარცხებულები კი მეშვიდე ადგილისთვის ითამაშებენ.
ირლანდია, საქართველო, შოტლანდია და ესპანეთი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებენ.
14 ივლისი, ვერონა, საქართველო - ესპანეთი
14 ივლისი, ვერონა, ირლანდია - შოტლანდია
19 ივლისს, კალვიზანოში, გამარჯვებულები მეცხრე ადგილისთვის ითამაშებენ, დამარცხებულები კი მეთერთმეტე ადგილისთვის.