თბილისის საქალაქოს სასამართლომ "კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუჩერა.
"იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით
და ჯარიმა 2,500ლ
ვაი ვაი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2024 წლის 2 დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.
დალავებიდან რამდენიმე საათში "კოალიცია ცვლილებებისთვის"ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გარეთ ვარ"