„გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.