შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველი ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრიბ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.









