გორის რაიონიდან ჩამოყვანილ დათვთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები წუხელ, "ფეისბუქ ლაივში" საუბრობენ.
"დათვი არის თბილისის ზღვის ზოოპარკში, საკარანტინე სივრცეში. იქ გადის რეაბილიტაციას. არის მყუდროდ და სიმშვიდეში, ვცდილობთ არ შევაწუხოთ და არ გავაღიზიანოთ"- აცხადებს ზოოპარკის თანამშრომელი.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დათვი აღარ არის ცოცხალი ზოოპარკის ვეტერინარი პასუხობს.
"დათვი დავაძინეთ, რომ ჩამოგვეყვანა თბილისში. მას აქვს ჭრილობა, რომელიც შესაბამისი წესით დავუმუშავეთ, თუმცა არ აქვს არანაირი სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანება".