როგორც ჩანს, ზოგიერთი სულმოკლე სტიქიის ზონიდან განზრახ ავრცელებდა არასწორ და საზოგადოების დამზაფრავ ინფორმაციებს - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.
"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი სულმოკლე სტიქიის ზონიდან განზრახ ავრცელებდა არასწორ და საზოგადოების დამზაფრავ ინფორმაციებს. მნიშვნელობა არა აქვს, რა მოტივი ამოძრავებდა, ცოტას რომ ამოვისუნთქებთ, ასეთებს აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოთ!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე.