წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.

კერძოდ, ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს გონიოში, უბისაში, ფოკაში, თხოთის მთაზე, უშგულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში, ბოლნისში, ბოდბეში, მცხეთასა და სნოში.

საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.