ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საბინაო და კომუნალური მომსახურების ტარიფები გაზარდა. ახალი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა.
ბუნებრივი აირის მქონე პირებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 91 კაპიკით გაიზრდება და კვტ,სთ-ზე 4.80 რუბლს (0.162 ლარს) შეადგენს. ბუნებრივი აირის არმქონე პირებისთვის ეს ტარიფები 3.12-დან 3.89 რუბლამდე (0.105 ლარიდან 0.131 ლარამდე) გაიზრდება.
სხვა მომხმარებლებისთვის კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება 4.73 რუბლის (0.160 ლარის) ნაცვლად 5.99 რუბლი (0.202 ლარი) გახდება
ბუნებრივი აირის ფასი ოჯახებისთვის 1.04 რუბლით გაიზრდება და კუბურ მეტრზე 6.84 რუბლს (0.231 ლარს) შეადგენს. სხვა მომხმარებლებისთვის ტარიფი 8.55 რუბლი (0.289 ლარი) ეღირება




