კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფარგლებში გამართულ მიღებას მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

"ჩვენთვის დიდი სიხარული და პატივია საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობა და 18 ლამაზი ქვეყნიდან მონაწილეების მიღება.

დღეს ჩვენი სცენა თქვენ გეკუთვნით, თქვენს ხმებს, თქვენს ოცნებებსა და ამოუწურავ შემოქმედებითობას. თქვენ, ყველანი, უკვე გამარჯვებულები ხართ, რადგან გამოიჩინეთ გამბედაობა, რომ თქვენი ნიჭი და მუსიკა მსოფლიოსთვის გაგეზიარებინათ.

თქვენი გამოსვლები მხოლოდ სიმღერა არ არის, - ისინი ხიდებია ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ენებს, კულტურებს შორის.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი გული გვაქვს და ნამდვილად გვიხარია, რომ აქ ხართ. იმედი მაქვს, თავს ისე იგრძნობთ, როგორც შინ; ახალ მეგობრებს შეიძენთ, აღმოაჩენთ ჩვენს კულტურას და დაუვიწყარი მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

წარმატებებს გისურვებთ. დაე, თქვენი ოცნებები აქ, საქართველოში ახდეს!" - მიმართა თინათინ რუხაძემ საბავშვო ევროვიზია - 2025-ის მონაწილეებს.