დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

"ვინმემ  გოგა ონიანს რომ უსმინოს, დიდი პატრიოტი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი ეგონება.  ამ თემის გახსენება არ მინდოდა, თუმცა თქვენ მაიძულეთ  -  2009 წლის 15 ივნისი  თქვენთვისაც და ჩემთვისაც ნაცნობი თარიღია, რადგან მაგ დღეს კოლექტიურმა გოგა ონიანებმა  ჩემი ოჯახის წევრი  სასტიკად სცემეს და დააკავეს.  მე მაინტერესებს, ხომ არ გახსოვთ  პატიმარი მურჯიკნელი და მისთვისაც ხომ არ მოგიხდიათ ბოდიში, ისევე როგორც მთელი საზოგადოებისთვის?!  ამ ადამიანს  ყურის აპკი დაუზიანეთ. 

ექიმი არ მიგყავდათ და სამი დღის განმავლობაში წამალს არ აწვდიდით, რადგან  თქვენს წინააღმდეგ გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას.  ეს ადამიანი ჩემი ოჯახის წევრთან ერთად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა,  სანამ ტკივილისგან გული არ წაუვიდა.  დღეს სხდომა ბოდიშების განწყობით დაიწყეთ და მასაც ხომ არ მოუხდით ბოდიშს?  ამიტომ, სანამ რამეს იტყვით,  განსაკუთრებით თქვენ,  გაიხსენეთ  ის ადამიანები,  ვინც ძალიან კარგად გიცნობთ.  ჩვენ  ის ადამიანები ვართ, ვისაც კარგად გვახსოვს თქვენი „მოღვაწეობა“. დაფიქრდით,  წინასაახალწლოდ ბოდიშების მოხდას სანამ დაიწყებთ“,  -  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.