თელავში, რვა თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც.
სავარაუდოდ, ქალის გარდაცვალების მიზეზი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა.
ცნობილია, რომ ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
შემთხვევის დროს ქალი სახლში იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.




