თბილისის ყინულის არენაზე, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა.

შეჯიბრება სტარტს ხვალიდან, 6 თებერვლიდან აიღებს, დაჯილდოების ცერემონია კი 10 თებერვალს გაიმართება. 11 თებერვლიდან, პირველობისთვის ერთმანეთს ჭაბუკთა გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის, თბილისში, ზამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე, ევროპის საუკეთესო 6 ახალგაზრდული ნაკრებია ჩამოსულია.

"ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა.