რამდენიმე საათის წინ იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს.
გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი.
მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია. თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას. სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.