დომინიკელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.
დომინიკელთა რესპუბლიკა დღეს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის ომიდან, რომელიც 1844 წლის 27 თებერვალს ჰაიტისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა, 180 წელი შესრულდა. ამ დღეს დომინიკელთა რესპუბლიკაში არაერთი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. იმართება სადღესასწაულო მარში და კოსტიუმირებული კარნავალი, რომლისთვისაც ყველა მოქალაქე საგანგებოდ ემზადება.