თბილისის N211 საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში სრულდება სპორტული მოედნის, ეზოსა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა.
შენობა გათვლილია 350 მოსწავლეზე. სკოლაში იფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურითა და სივრცეებით ისარგებლებენ.