საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმამათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა სამტრედიაში აქტიურად მომდინარეობს. 


 823 ბავშვზე გათვილილი სამტრედიის N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 
 მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა. რეაბილიტაციის შედეგად სკოლა გახდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. თავიდან გაილესა და ენერგოეფექტური მასალით შეიფუთა კედლები, გამოიცვალა გათბობის სისტემა, ეწყობა სველი წერტილები, შიდა სპორტული დარბაზი, გარე მოედანი და ფართი სკოლის ბუფეტისთვის. სრულიად ადაპრირდა შენობის შიდა და გარე პერიმეტრი სსსმ მოსწავლეთათვის, რაც გარემოს ხდის სრულად ინკლუზიურს.
 დავით ბახტაძე-,,სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხით სრულდება. საქარველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამით ჩვენ უკვე დავასრულეთ მე-12 და ჩხენიშის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ასევე შეკეთდა მე-2 საჯარო სკოლასთან შერწყმული სკოლა ილორის დასახლებაში. საქარველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეს და კიდევ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი სამტრედიაში, რომლითაც შევძლებთ კეთილმოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი სკოლები.”