რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? ვიღაცას რომ რაღაცა სტკივა ჩემ ცხოვრებაში მე აუგად არ მიხსენებია ის. ხანდახან მივჩერებივარ ტელევიზორს და გამოდიან და მიშა გავათავისუფლოთ, მიშა გავათავისუფლოთო, მე კიდე ხშირად მაქვს ნათქვამი ეს - ერთი მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს მეთქი. იმას რომ შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაათავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელითქო? - ამის შესახებ თამაზ მოლაშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მოლაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დაკავება მაგალითი უნდა იყოს შემდგომი პრეზიდენტებისათვის, რომ მათაც არ გაბედონ იგივე, რასაც სააკაშვილი აკეთებდა. 


"აი ეს ამბავი რაც ხდება ახლა 5-10 წლის შემდეგ, სკოლაში საქართველოს ისტორიას ხომ ასწავლიან არა, ამისი ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მე რატომღაც მიმაჩნია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ კარგი განმარტება თუ ვინ რა რატომ დააშავა. ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი, რომ 5-10-20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად და გადაიხედავს უკან, რომ თურმე სააკაშვილს რეები უქნია და გარეთ გამოუშვესო, ისიც გააკეთებს მაგას, მაგრამ თუ ნახა, რომ აგებინეს პასუხი, ის ვეღარ გაბედავს მერე მაგას და თუ არა მაშინ იტყვის, რომ რაც იმან დააშავა და გარეთ გამოუშვეს კიდეო, ხომ ასე იქნებაო“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.