"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სცენარისტ ქეთი დევდარიანის პოსტს გამოეხმაურა:
"
გუშინ, მიშას რეანიმაციაში გადაყვანაზე ყალბი ნიუსი გავრცელებული არ იყო, ეს
რომ ”არაემპათიურებს” მოგვდგა.
ისე გაბოროტდა, ელოდება როდის მოკვდება, რომ ჩვენს არაემპათიურობას დააბრალოს.
ნაცვლად იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჯანსაღი პოზიცია დაეკავებინა და მიშას თვითდესტრუქციისთვის ხელი შეეშალა, დგას და მიშას რენიმაციაში გადაყვანას ელოდება, რომ მის საძულველ ქალებთან ანგარიშები ასწოროს.
(კერპების სევდიანი ფინალი)".
შეგახსენებთ, დევდარიანმა დაწერა: "მიშას ცუდად ყოფნაში ბაბულიკა ქალების როლიც აღსანიშნავია. ზოგი ვაჟკაცობისკენ მოუწოდებდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, ზოგი დასცინოდა, მაღაზიის ფხალს არ ჭამს, არ მოსწონსო და ზოგიც ხაოდა, იტყუება არაფერი ისეთი არ ჭირსო."