საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა მედიის კითხვაზე, აქციებისას დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ მისი მეუღლის საქმეში არ ერევა და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება.
„ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიას ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდების შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება. ვერაფერს ვერ გეტყვით“, – განაცხადა როგორც საპასუხოდ თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება.











