საკანონმდებლო ორგანოში ახალი ინიციატივა შედის, რომლის მიხედვით საქართველოს გენერალურ პროკურატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება. - ინფორმაციას "აიპრესს" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
 

უწყების ინფორმაციით,  დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკანონმდებლო ინიციატივა  საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება.

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.