სადღესასწაულო წირვას ზუგდიდში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
"მოხარული ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა, ზუგდიდში, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდი საზეიმო წირვა-ლოცვას. ის, რომ ღვთისმშობლის კვართი ინახება საქართველოში, უდიდეს მადლთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ უდიდეს სიწმინდეს, რომელიც ჩვენი ერის სულიერი იდენტობის ნაწილია.
გილოცავთ ვლაქერნობას. საქართველოს გაერთიანებას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის წყალობას გისურვებთ ყველას." - ნათქვამია პაპუაშვილის მილოცვაში. რომელსაც "ფეისბუკში" წერს.