თბილისის საქალაქო სასამართლომ  დღეს ცესკოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის განიხილა. ცესკოს კომისიის წევრი პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. 

როგორც "აიპრესს" ცესკოს პრესსამსახურში განუმარტეს,  "საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლი ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისას შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტი.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით დავით კირთაძეს 4 წლის ვადით ეზღუდება კომისიის წევრობა. ამასაც კოდექსი ითვალისწინებს, რომ წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 ნოემბერს, ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი განიხილებოდა, დაპირისპირებით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.

დავით კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.

"შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს.