საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა - ქვეყნის 10 ქალაქში მსვლელობები გაიმართა. თბილისში მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართა და მასში მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამების ტაძარში საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა.

მსვლელობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.