17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბურად აღინიშნა კახეთში.  

თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს.

წირვის დასრულების  შემდეგ, გაიმართა მსვლელობა მეფე ერეკლე II - ის მოედნის მიმართულებით.

შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივმა მოძღვარმა სიტყვით მიმართა და ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.