საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს დეკემბერში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი, ხოლო საშუალო ინფლაციის დონემ (12 თვის საშუალო წინა 12 თვის საშუალოსთან, პროცენტული ცვლილება) 3,9 პროცენტი შეადგინა.