საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი საზღვრიდან 134 კილომეტრში, რუსეთში, ადიგეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ კი 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.