საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე შალვა მაისურაძე, ასევე, ატაშე თინათინ რევაზაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ენდრიომუ პარსონსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროგრესზე, რომელოც ბოლო წლებში საქართველოს პარალიმპიურ მოძრაობას აქვს და რითაც ამაყობს საერთაშორისო პარალიმპიური მოძრაობა. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ მხარდაჭერაზე. ბატონი ენდრიუ მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დაწესებულ პრემიებს პარალიმპიადის გამარჯვებულებისა და პრიზიორებისთვის და გაიხსენა მისი შეხვედრა ბატონ ირაკლი კობახიძესთან, რომელოც თბილისში მისი სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტში, 2018 წელს შედგა.
ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ენდრიუ პარსონსმა მიულოცა საქართველოს დელეგაციას გიგა ოჩხიკიძის ოქრო და მსოფლიო რეკორდი და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს.
რატი იონათამიშვილმა და შალვა მაოსურაძემ ბატონი ენდრიუ 2025 წელს თბილისში დაპატიჟეს.