საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
ა.წ. 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმთავრების მონაწილეობით საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10 საათზე.ღვთისმსახურებას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. - ნათქვამია განცხადებაში.