სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 70-ე ეტაპი იწყება, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით“, - აცხადებენ საპატრიარქოში.