2024 წლის 31 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, დაწესებულების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასში განთავსებულ უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულს შეხვდა.
სახალხო დამცველი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდადებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის შედეგებითა და ეფექტით დაინტერესდა.
პროგრამა უკვე გავლილი აქვს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდადებულთა გარკვეულ ნაწილს.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულების/მსჯავრდადებულების უფლებების დაცვის აქტიურ მონიტორინგს.