ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რვა საათზე მეტ ხანს გაგრძელებული მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მიღწეული შეთანხმების თანახმად:

1. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობას ტოვებს;

2. სამთავრობო შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე და შიგნით შეკრებილი მოქალაქეები 2024 წლის 19 ნოემბერს დაიშალებიან. ამ პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ა.გ. ბჟანია გაითხოვს გადადგომის შესახებ განცხადებას;

3. აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი 2024 წლის 19 ნოემბერს პრეზიდენტ ა.გ. ბჟანიას გადადგომის საკითხს განიხილავს.

4. აფხაზეთის რესპუბლიკის მოვალეობის შემსრულებელი აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ბ.ზ. გუნბა გახდება;

5. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბ.ზ. გუნბა წარდგენილი განცხადების შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ა.ზ. ანქვაბს და იმავდროულად ამ თანამდებობაზე ინიშნება ვ.რ. ბგანბა.

ამჟამინდელი მინისტრები მოვალეობებს აფხაზეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე შეასრულებენ.