ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები) რაოდენობამ.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.
ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.
რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე
🐾🛩რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისას
➡შინაური ცხოველის საზღვარზე გაყვანისთვის საჭიროა:
▪️განაცხადი
▪️განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
❗️ცხოველის შემოწმებისთვის აუცილებელია მისი ადგილზე მოყვანა!
↘ცხოველის პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• ცხოველის მეპატრონის სახელი, გვარი
• ცხოველის სახელი
• ჩატარებული ვაქცინაცია და სხვა მანიპულაციები.
🇪🇺ევროკავშირის ქვეყნებში გასაყვანად ასევე საჭიროა:
• ვაქცინაცია ცოფზე
• ვაქცინაციის თარიღიდან არანაკლებ 30 დღის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტი (გაყვანის თარიღამდე არანაკლებ 3 თვით ადრე)
🇺🇸 აშშ-ში გასაყვანად საჭიროა:
▪️მიკროჩიპის ნომერი
▪️ვაქცინაცია ცოფზე
▪️ვაქცინაციის თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდეგ ჩატარებული ტიტრაციის ტესტის პასუხი , რომელზეც ცნობა გაიცემა 45 დღის გასვლის შემდეგ
▪️აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობა
↘️თანამეგობრობის ქვეყნებში გასაყვანად საჭიროა:
• სახელმწიფო ან კერძო ვეტერინარი ექიმის ცნობა ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ (21 დღიანი კარანტინი)
▪️სერტიფიკატი გაიცემა 3 თვის ასაკიდან მხოლოდ ცოფზე ვაქცინირებულ ცხოველებზე.
↘️დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს: https://nfa.gov.ge/Ge/ServiceAndServices