ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში მოქალაქე დააკავეს. 65 წლამდე მამაკაცს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.