არის თუ არა ყურის გახვრეტა უსაფრთხო ადრეულ ასაკში, ვის შეუძლია და რომელი მეთოდის სჯობს ყურის გახვრეტა, როგორი უნდა იყოს პროცესი. ტრადიციული მეთოდით - ნემსით თუ თოფით? 

როგორც ექიმები რეზო ომიაძე და ლევან ქარაზანიშვილი "გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ამბობენ, ორივეს თავისი პლუსები და მინუსები გააჩნია.

ლევან ქარაზანაშვილი: თოფი სწრაფი პროცესია. თუმცა შეიძლება თოფის ხმამ, რომელიც პიდაპირს ყრღაჰ ისმის შეიძლება ბავშვი დააფრთხოს. თუმცა, ნაკლებ მტკივნეულია თოფით გახვრეტა. თან მხოლოდ ყურის ბიბილოს გახვრეტა შეიძლება თოფით. ხრტილოვანი ნაწილის არ შეიძლება.

რეზო ომიაძე: ნემსით სხეულის ყველა ნაწილის გახვრეტა შეიძლება. წვრილი და ბასრია, ზუსტად ხვდება ყოველივე დაზიანების გარეშე, ეს იქნება პირსინგი თუ ყურის ბიბილო. 

თოფში ნემსისგან განსხვავებით წინასწარ ჩადებულია საყურე, რომლის მეშვეობითაც ხდება ყურის გახვრეტა.

ნემსისგან განსხვავებით, თოფში არსებული საყურე მეტად ბლაგვია. რომლის მეშვეპბით ხდება ყურის გახვრეტა. ამ შემთხვევაში ქსოვილის დაზიანებ უფრო მეტად ხდება. რამაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს.

ნემსის შემთხვევაში უფრო ნატიფი, უფრო ზუსტი. უფრო ტრავმულად ნაკლები მეთოდია.

ლევან ქარაზანაშვილი:  პროცესი არის ისეთი, რომ თოფის გასტერილება შეუძლებელია. ხოლო ნემსი ერთჯერადია, სტერილურია და ერთჯერადად გამოიყენება. ეს არის სპეციალური ყურის გასახვრეტი ნემსი./

რეზო ომიაძე: როგორც წესი ყურის გახვრეტის პროცედურა არის წამიერი და არ საჭიროებს არანაირ ანესთეზიას. თუმცა, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლოა იყო მცირე ზომის სისხლდენა და არ უნდა შეგვეშინდეს.

ლევან ქარაზანაშვილი: ყურის გახვრეტა არ არის რეკომენდებული დიაბეტიან პაციენტებში. ვოსახ აქვ ჰემოფილია. ანუ, ვისაც სისხლის დენის საშიშროება აქვს. გულის დაავადებები, კანის ანთებითი პროცესები.

რეზო ომიაძე: ზოგიერთ კულტურაში ბავშვებს დაბადებიდან ან რამდენიმე დღეში ხვრეტენ ყურებს. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ბავშვებს და მშობლებს ურჩევს დაიცადონ იმ ასაკამდე, სანამ ბავშვებს თვითონ არ შეეძლება გახვრეტილი ყურის მოვლა.

ლევან ქარაზანაშვილი: საყურე უნდა იყოს წვრილი და არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. საყურისთვის უნდა შევარჩიოთ ტიტანიუმის ან ოქროს მასალის საყურეები. რადგან ესენი არის უსაფრთხო და ანტიბაქტერიული დამუშავება არ სჭირდება.

რეზო ომიაძე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროცესს, პირველ რიგში ყირადღება უნდა მიაქციოთ გარემოს სადა გადავწყვეტთ ყური გავიხვრიტოთ, აუცილებლად უნდა იყოს კარგი განათება.

სპეციალისტს აუცილებლად უნდა ეცვას ხელზე რეზინის ხელთათმანი. ყურის დამუშავება უნდა მოხდეს ალკოჰოლით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით.

და სპეციალისტმა უნდა გაითვილისწონო ის რომ არსებობს ყურის ბიბილოზე 15 წერტილი, სადა შეიძლება გახვრეტა. ანუ ნახვრეტის გაკეთება.

ლევან ქარაზანაშვილი: ყური ბიბილოს მოსაშუშებლად 8 კვირამდეა დრო. ხრტილს შესაძლოა 4-  12 თვე დასჭირდეს.

რეზო ომიაძე: გახვრეტილი უბანი დღეში ორჯერ უნდა დავიმუშაოთ  ალკოჰოლით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით. დამუშავებამდე და მის შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ.

არ უნდა შეეხოთ და აწვალო, რადგან შესაძლოა მცირე შეხებამ სისხლდენა გამოიწვიოს ან მიკროტრავმა ან გახვრეტილ ზონაში ბაქტერიული სხვა მიკრობული მეორადი ინფიცირება მოხდეს ამ ჭრილობის.

არ არის რეკომენდებული ამ დრო საცურაო აუზზე სიარული ან ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც მიკრობებით არის სავსე. აბაზანაში ჩაწოლაც კი იკრძალება.

საყურე არ უნდა მოვიხსნათ მანამ, სანამ ჭრილობა სრულად არ იქნება მოშუშებული.