ლაშა თევზაძის ქუჩაზე მე-2 და მე-4 ბინების ფასადების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. 

 ამორტიზირებული კედლები თანამედროვე, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული მასალით შეიფუთა, შეიცვალა  კარ-ფანჯარა. სრულიად ახალი იერსახე მიეცა აღნიშნულ კორპუსებს და  უბანს.   

შესაბამისად ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად ქალაქის იერსახეც მნიშვნელობნად გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია, სხვა მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების.