საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება პაპის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოუცხადა წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.