საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, მისი საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია.
მისივე თქმით, ელეგანტურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ ასევე ტიერი ანრი და დენის ბერგკამპი.
"თანამედროვე ფეხბურთს რაც შეეხება, ბევრისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ დავასახელებ მესის. რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდო არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ თავისი სტილით, ჩემს გულთან ახლოს უფრო ლიონელ მესია.
სხვადასხვა პერიოდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი თამაშის სტილით განსაკუთრებულად მომწონდა - ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები. ელეგანტური, ლამაზი ფეხბურთი არის ის, რაც გულშემატკივრისთვის ყველაზე ძვირფასია და უფრო მეტად ასეთ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი," - აცხადებს პრემიერი.