ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-5 დაწესებულებაში მოინახულა.
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, რადგანაც მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს, თუ როგორ მოხდება მზია ამაღლობელის დაკითხვის შემსწრე პირების გამოკითხვა, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, – ამის შესახებ
მისი თქმით,
„მოვინახულეთ მზია ამაღლობელი მე-5 დაწესებულებაში. დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებით. საუბარია მისი დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების არაერთ ფაქტზე, რომელიც მოხდა როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე პოლიციის განყოფილების შენობაში. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე მყოფმა სხვა პოლიციის თანამშრომლებმა ის რამდენჯერმე შეაკავეს და თავიდან აირიდეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევა, რომელსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი დგებუაძეს მიეცემოდა ამის შესაძლებლობა. ასევე, ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა წყლის დალევის, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც სჭირდება სასწრაფო გამოძიება. ეს ადასტურებს არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რომელიც ექვემდებარება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებას და ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, რომ სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიოს ეს შემთხვევა.
ასევე, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რადგანაც მას სამსახურებრივად შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ გამოძიების ფარგლებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ მოხდება ამ ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა და მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამ ფაქტებზე დროული გამოძიების პირობებში სათანადო კვალიფიკაციით მოახდინოს რეაგირება და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელს, ირაკლი დგებუაძეს. სხვა მხრივ, მზია თავს მხნედ გრძნობს და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას ამ საქმეზე“, – განაცხადა ნონა ქუროდვანიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".