"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, ოფიციალურ წყაროებს (არა მარკეტინგულებს). გაეცანით ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს ან უკეთეს შემთხვევაში - დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები. - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.








