69 წლის ასაკში, მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
დონარა გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი დღეს შეიწყალა.
დონარა გვრიტიშვილი 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მაყურებელმა არაერთ თეატრალურ დადგმასა თუ კინოში იხილა, მათ შორის, მისი ფილმოგრაფიიდან გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის "ისინი", რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?", ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა", ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი" და სხვა.




